domenica 10 maggio 2015

მე-9 დღის რეფლექსია
ინტელის კურსის დასრულების შემდეგ წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტები. საინტერესო იყო სხვადასხვა საგნების პედაგოგების პრეზენტაციების მოსმენა. შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები, რამაც ახალი გამოცდილება შემძინა. გავუზიარეთ ერთმანეთს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მოვახდინეთ უკუკავშირი. პროექტზე მუშაობა საინტერესო იყო, რადგან ვთვლი, რომ ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ ზრდას და ასე მომზადებული და ჩატარებული გაკვეთილები, ვფიქრობ, მოსწავლეებისთვისაც უფრო საინტერესო იქნება.

sabato 9 maggio 2015


მე-8 დღის რეფლექსია
 გადავამოწმე ფაილები ჩემს საქაღალდეში, შევასწორე და შევავსე პროექტის გეგმის შაბლონი.
ფაილები ავტვირთე ბლოგზე.
გავეცანით პრეზენტაციას - "ინდივიდუალური განსხვავებები სწავლების დროს".

domenica 19 aprile 2015

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით;
1. სრულყოფის მიზნით შევავსე პროექტის შაბლონი;
2. ჩემს სასწავლო პროექტზე მოვამზადე პრეზენტაცია;
3. პრეზენტაცია ავტვირთე GOOGLE-drive-ზე;
4. გამოვაქვეყნე ბლოგზე.

sabato 18 aprile 2015

მესამე დღის რეფლექსია
გავეცანით პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას.
პროექტი არის კონკრეტული პრობლემისა და მიზნის გადაჭრაზე ორიენტირებული, დროში და რესურსებში გაწერილი სწავლება. პროექტი შესაძლებლობას იძლევა, სასწავკლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს მოსწავლის ჩართულობა სასწავლო პროცესში.

გავეცანით ბროშურის შექმნის წესებს.